ასოციაციის საქმიანობა :.
 

საქმიანობის მიზნები


 

  • ასოციაციის წევრების ინტერესების დაცვა სახელმწიფო ორგანოებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში და სხვა იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;  
  • ასოციაციის წევრებს შორის ჯანსაღი კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა ანტიმონოპოლიური საქმიანობის თვალსაზრისით; 
  • სატრანსპორტო–საექსპედიტორო მომსახურების ხარისხის ამაღლება, გადაზიდვების ეფექტურობის გაზრდა, დარგის განვითარებისათვის ზრუნვა; 
  • ექსპედიტორთა ეროვნულ ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციას (FIATA), საერთაშორისო სავაჭრო პალატას (ICC),მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას (WTO), მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასა (WCO) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა; 
  • ასოციაციის ნამდვილ წევრების FIATA–ში გაწევრიანება; 
  • სატრანსპორტო–საექსპედიტორო საქმიანობის სფეროს საკანონმდებლო ბაზის შექმნაში აქტიური მონაწილეობა, მის საერთაშორისო ნორმებთან და კონვენციებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით; 
  • FIATA–ს და სხვა საერთაშორისო სტანდარტული დოკუმენტაციის საქართველოში დანერგვის ხელშეწყობა;
  • ასოციაციის წევრებსა და საზღვარგარეთელ პარტნიორებს შორის ურთიერთკავშირების დამყარებაში ხელშეწყობა შემდგომი მათი ინტეგრაციის მიზნით; 
  • სატრანსპორტო–საექსპედიტორო ინდუსტრიის იმიჯის ამაღლება და პოპულარიზაცია საზოგადოებრივ ურთიერთობათა მეშვეობით;
  • დარგის სპეციალური პუბლიკაციებისა და ლიტერატურის გამოცემა;
  • სატრანსპორტო–საექსპედიტორო სფეროში დაკავებულ ორგანიზაციათა (საწარმოთა) ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისათვის სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსების ორგანიზაცია.

 

 

 

 

  

 
:: ამინდი ::
 
:: ვალუტა ::
 

 

 

 

 


   Copyright © "Association of Freight Forwarders of Georgia"